12 მაისს, 09:00 საათზე, თიბისი ბანკის სათავო ოფისში (მარჯანიშვილის 7) ტექნიკური სავაჭრო ფორუმი გაიმართება, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას. ფორუმი საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) ინიციატივით, თიბისი ბანკისა და EBRD-ს მხარდაჭერით, იმართება. ფორუმის მთავარი თემაა: ვაჭრობის დაფინანსების სფეროს მიღწევები და გამოწვევები. ღონისძიებას გახსნის თიბისი ბანკის დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე. სიტყვით გამოვლენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე, ასევე საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე, ფადი ასლი.