“მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსი“, საერთაშორისო კომპანია თი ენ ეს-ის ექსკლუზიური ლიცენზიანტი სამხრეთ კავკასიაში, 11 მაისს სამშენებლო და დეველოპერული კომპანიების ფორუმს უმასპინძლებს.
სამშენებლო და დეველოპერული ინდუსტრია საქართველოში განვითარების მზარდი ტენდენციით გამოირჩევა, თუმცა მოკლებულია კვლევით და მარკეტინგულ ინფორმაციას და კონსულტაციას, რომელიც ხელს შეუწყობდა ამ ინდუსტრიაში მოღვაწე თითოეულ კომპანიას უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებაში და გაზრდიდა სამშენებლო ბაზარს. ამასთანავე ინფორმაციის ნაკლებობა და დეველოპერულ ბიზნესს მეტად მოწყვლადს ხდის სამშენებლო ეკონომიკური, სავალუტო, პოლიტიკური ცვლილებებისადმი, რისი მაგალითი არც ისე ცოტაა უახლოესი წარსულიდან და მიმდინარე ეტაპზეც შეიმჩნევა.
სწორედ ამ მიზეზებიდან გამომდინარე, „მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსი”, რომელიც საქართველოში უკვე მერვე წელია წარმატებით ახორციელებს მარკეტინგულ კვლევებს სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის და ორიენტირებულია დამკვეთების და პარტნიორების ბიზნეს პოზიციების გაუმჯობესებაზე, 2015 წლის 11 მაისს 16:00 საათზე ,,ტიფლის ბიზნეს თაუერში“ მართავს სამშნებელო და დეველოპერული კომპანიების ფორუმს.
„მარკეთ ინთელიჯენს კაუკასუსი” მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს თითოეულ კომპანიასთან, რომ სამშენებლო და დეველოპერულმა კომპანიებმა, ერთობლივი ძალებით უზრუნველყონ რელევანტური ბაზრის, სამომხმარებლო პრეფერენციების და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების შესწავლა, იმისათვის, რომ მზად იყვნენ ბაზარზე არსებული გამოწვევებისთვის და სწორი, საჭირო და დროული ნაბიჯები გადადგან.
,,ჩვენი გამოცდილება აჩვენებს და ჩვენ გვწამს, რომ კვლევის შედეგები აღნიშნულ ბიზნესში მოღვაწე თითოეულ კომპანიას საშუალებას მისცემს, გაიუმჯობესოს პოზიცია, მოიზიდოს მეტი მომხმარებელი და ხელი შეუწყოს მთლიანად სამშენებლო-დეველოპერული ინდუსტრიის ზრდას. ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ თქვენი კვალიფიციური მოსაზრებები და სურვილები“, განაცხადა კომპანიის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.