6-8 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ქართული ექსპორტიორი კომპანიები მონაწილეობდნენ წლის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მაშტაბურ საერთაშორისო სურსათისა და სასმელი პროდუქციის გამოფენაში „SIAL CHINA 2015”, რომელიც იმართება ქ.შაინხაი, ჩინეთში.
გამოფენის მიზანს ადგილობრივ და საერთაშორისო მყიდველებთან კონტაქტის დამყარება და საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია წარმოადგენდა.
„SIAL CHINA 2015” აზიის უმსხვილესი გამოფენაა, სადაც 82 ქვეყნის პავილიონი იყო განთავსებული და მასში 2734-ზე მეტი კომპანია იღებდა მონაწილეობას, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 55 000-ს აღემატებოდა.
„SIAL CHINA 2015”-ის ფარგლებში, ქართული სტენდის ქვეშ მონაწილეობდნენ წვენების, მინერალური წყლის, წყაროს წყლის, თხილის და ასევე კვების მრეწველობაში მომუშავე ქართული კომპანიები კერძოდ: „არომა პროდუქტი“ (ხილის და ბოსტნეულის გადამუშავება); „კულა“ (ხილის და ბოსტნეულის გადამუშავება); „ნაბეღლავი“ (მინერალური და წყაროს წყლის წარმოება); „ჯეორჯიან პროდაქთ რენესანსი“ (თხილის); „ვაზიანი“ (ღვინო); „მარნეული“ (ღვინო).
შენიშვნა:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტო 2015 წელს მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ გამოფენებსა და სავაჭრო მისიებში ქართველ ექსპორტიორებს საკუთარი პროდუქციის წარდგენაში აქტიურად დაეხმარება.
გთავაზობთ კვებისა და სასმელი პროდუქტების საერთაშორისო გამოფენების კალენდარს, სადაც სააგენტოს ხელშეწყობით, ქართულ სტენდზე, საქართველოში წარმოებული პროდუქცია განთავსდება.
2015 წელი
|
თვე/რიცხვი
|
გამოფენის დასახელება
|
ქალაქი/ქვეყანა
|
თებერვალი 8-12
|
Gulfood
|
დუბაი, დაბაის საამირო
|
მაისი 6-8
|
Sial China
|
შანხაი, ჩინეთი
|
ივლისი 28-30
|
Fancy Food
|
ნიუ-ორკი, აშშ
|
სექტემბერი 2-5
|
Riga Food
|
რიგა, ლატვია
|
სექტემბერი 21-24
|
Polagra
|
პოზნანი, პოლონეთი
|
ოქტომბერი 10-14
|
Anuga
|
კიოლნი, გერმანია
|
ოქტომბერი 13-15
|
CPHL Worldwide
|
მადრიდი, ესპანეთი
|
ქართული პროდუქციის ხარისხის საერთაშორისო აღიარების მიზნით კი, ქართული პროდუქციის ნიმუშები სხვადასხვა საკვები და სასმელი პროდუქტების პრესტიჟულ კონკურსებზე გადაიგზავნება.
მეწარმების განვითარების სააგენტოს ინიციატივით შეიქმნა ქართული საექსპორტო პროდუქციის კატალოგი.
ასევე აღსანიშნავია, რომ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით 2015 წელს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ კავკასიის უნივერსიტეტთან ერთად ექსპორტის მენეჯერთა გადამზადების ერთთვიანი სასერთიფიკატო კურსი ორჯერ (მარტი, აპრილი) განახორციელა.