2015 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისი - მოსკოვის საჰაერო ხაზზე მგზავრთა გადაყვანა 59 პროცენტით გაიზარდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, 2015 წლის საანგარიშო პერიოდში ორივე ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილია – ჯამში 62,569 მგზავრი, რაც 59 პროცენტით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (39,273 მგზავრი).
”აღნიშნული მიმართულებით, მგზავრთნაკადის კიდევ უფრო მატება მოსალოდნელია ზაფხულის სეზონზე”, აცხადებენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.