ბათუმში კიდევ ერთი მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობა იგეგმება. ამ მიზნით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, კახაბრის დასახლებაში მდებარე 25 000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს პირობებიან აუქციონზე ყიდის. ობიექტის საწყისი ღირებულება 1,5 მლნ დოლარია. აუქციონში გამარჯვებული კი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვის განმავლობაში მინიმუმ 200 ნომერზე გათვლილი სასტუმროს მშენებლობა დაიწყოს და ტურისტული ობიექტი 60 თვის ვადაში ექსპლუატაციაში შეიყვანოს. პროექტი სასტუმრო ნომრების გარდა მოიცავს:
საკონფერენციო დარბაზს, აპარტამენტებსა და სამორინეს.
პირობების მიხედვით, ინვესტორმა ობიექტის მშენებლობაში მინიმუმ 19 მლნ დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. სასტუმრო კომპლექსის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ობიექტზე 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება, საიდანაც 80%-ი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.
ინვესტორი ვალდებულია ასევე, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში, შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, საკუთრებაში გადაცემული უძრავი ქონების მიმდებარედ არსებული არხის უძრავი ქონების საკადასტრო საზღვრის გასწვრივ მდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისათვის არანაკლებ 1 მილიონი აშშ. დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელება. (აღნიშნული ნებართვის მიუღებლობის შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია საინვესტიციო მოცულობა გადაიტანოს ძირითად პროექტში და საინვესციტიო ვალდებულება გაზარდოს 20 000 000 აშშ. დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც გათავისუფლდება ზემოაღნიშნული ვალდებულებისგან.
ობიექტის გასასხვისებლად აუქციონი 22 მაისსა ჩანიშნული.