წყნეთის სამთავრობო აგარაკების საწყისი ღირებულება აუქციონზე 21 მლნ 560 ათასი დოლარი იქნება. როგორც ცნობილია, წყნეთის სამთავრობო აგარაკები საპრივატიზებო ობიექტების ნუსხაშია შეტანილი. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებვრედზეა აღნიშნული, სულ გაიყიდება 13 შენობა-ნაგებობა, რომელთა ფართი 8041.8 კვ.მ-ია. ობიექტი მოიცავს ასევე 100 475 კვ.მ. მიწის ნაკვეთსაც.თუმცა როდის მოხდება ობიექტის აუქციონზე გატანა და რა ვალდებულებებით დაიტვირთება ობიექტი, დაკონკრეტებული არ არის.