პრეზიდენტის ბებოყვათის რეზიდენცია 34 მლნ 390 ათას 553 ლარად იყიდება. როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებვრედზეა აღნიშნული, ბობოყვათში, ქობულეთის ბოლოს, პრეზიდენტის ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია საპრივატიზაციო ნუსხაშია შეტანილი და მისი საწყისი ღირებულება აუქციონზე 34 მლნ 390 ათას 553 ლარი იქნება. თუმცა როდის მოხდება ობიექტის აუქციონზე გატანა და რა ვალდებულებებით დაიტვირთება ის დაკონკრეტებული არ არის. ობიექტი მთლიანობაში მოიცავს 10 შენობას, რომლის ფართობიც 5853 კვ.მ და ასევე 161479 კვ.მ. მიწის ფართობს.