2015 წელს ბაზრისათვის iPad-ის მიწოდება შესაძლოა 20 %-ით შემცირდეს. როგორც ინტერნეტ რესურსი DigiTimes-ი საკუთარ სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, წლევანდელი წელი Apple iPad-ის მოყვარულებისთვის შესაძლოა უსიამოვნო აღმოჩნდეს, რადგანაც ბაზარზე iPad-ის მიწოდება შესაძლოა 20 %-ით შემცირდეს და მისი გაყიდვების სტიმულირება ვერ დაანონსებულმა 12,9 დიუმიანმა iPad Plus-მაც ვერ წაახალისოს. როგორც ანალიტიკოსები განმარტავენ, ამის მიზეზი არის ის, რომ ბოლო პერიოდში მოთხოვნა გაიზარდა დიდი ეკრანის მქონე სმარტფონებზე და სწორედ ამიტომ მომხმარებელი პლანშეტს შედარებით ნაკლებად ყიდულობს. მით უმეტეს, რომ Apple -მა ბაზარზე დიდ ეკრანის მქონე iPhone უკვე გამოიტანა და სამომავლოდ ამ ხაზის გაგრძელებას აპირებს.
iPad-ის გაყიდვების შემცირება ცხადია ნეგატიურ ასახვას პოვებს დამკვეთებზე, რომელსაც ”ჩაკბეჩილი ვაშლი” სხვადასხვა ნაწილებს უკვეთდა. მაგალითისათვის, კომპანია Radiant Optoelectronics-ის შემოსავალი, რომელიც iPad-ისთვის 9,7-დიუმიანი ეკრანების მიმწოდებელია, პირველ კვარტალში 37,2 %-ით შემცირდა.