მსოფლიოში ცნობილი, სპორტული სამოსისა და აღჭურვილობის მწარმოებელი, გერმანული კომპანია Adidas AG -ის მოგება 2015 წლის პირველ კვარტალში 8,2%-ით გაიზარდა და 221 მლნ ევრო შეადგინა.
შესაბამისად ერთ აქციაზე მოგებამ 1,08 ევრო შეადგინა, ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 1 აქციაზე მოგებამ 0,96 ევრო შეადგინა.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის პირველ კვარტალში Adidas AG -ის შემოსავალი 17,3%-ით გაიზარდა და 4,083 მლრდ დოლარს მიაღწია. ეს იმ ფონზე, როდესაც ანალიტიკოსების პროგნოზი 3,9 მლრდ დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ Adidas AG-ი 1924 წელს ადოლფ დასლერმა დააფუძნდა