მეწარმეობის განვითარების სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფინანსური მხარდაჭერის კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულება გააფორმა კომპანიასთან „ბბ კომპანი“, რომლის ძირითად საწარმოო მიმართულებასაც ყავის წარმოება წარმოადგენს.
კომპანიაზე ახალი საწარმოს გახსნის მიზნით 1,000,000 აშშ დოლარის სესხის გაცემა უზრუნველყო სს „საქართველოს ბანკ“-მა, ხოლო მეწარმეობის განვითარების სააგენტო 2 წლის განმავლობაში მოახდენს სესხის მთლიანი საპროცენტო განაკვეთიდან 10%-ის თანადაფინანსებას.
შპს „ბბ კომპანი“-ს აქვს 13 წლიანი გამოცდილება ყავის რეალიზაციაში, ადგილობრივ ბაზარს უმაღლესი ხარისხის ყავის მარცვალს მიაწვდის. ამასთან კომპანია უზრუნველყოფს დაასაქმოს 20-მდე ადამიანი და ქართული ბაზრის მნიშვნელოვან წილი დაიკავოს. სამომავლოდ წარმოებული პროდუქციის ექსპორტს აზერბაიჯანში განახორციელებს.
ახალი საწარმო 6 თვეში ამოქმედდება. ჯამში კომპანია 1,800,000 აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. აღნიშნული საწარმო მცხეთა-თიანეთის რეგიონში, სოფელ ნატახტარში მდებარეობს.