6 მაისს, 11:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის წევრები, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერებენ საქართველოს პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს, რომლებიც უკვე დასრულების ეტაპზეა.
მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ასევე გაიმართება EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის სხდომა.