აჭარის 2015 წლის ოთხი თვის ნაერთი ბიუჯეტის გეგმა 20 %-იანი გადაჭარბებით, ხოლო რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 21 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონის იანვარ-აპრილის ნაერთი ბიუჯეტი გეგმა 57 მლნ 226 ათას 800 ლარი იყო, თუმცა შესრულებამ 68 მლნ 532 ათას 100 ლარი შეადგინა, ანუ 19,8 %-ით გადაჭარბდა.
რაც შეეხება რესპუბლიკური ბიუჯეტის ოთხი თვის გეგმას ის 45 მლნ 799 ათას 400 ლარით იყო განსაზღვრული, თუმცა შესრულებამ 55 მლნ 498 ათას 600 ლარი შეადგინა, ანუ ზრდა 21,2 %-ი იყო.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, გადაჭარბებით შესრულდა აჭარის ყველა მუნიციპალური ერთეულის ბიუჯეტი გარდა ქედას მუნიციპალური ბიუჯეტისა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალური ბიუჯეტი შესრულებულია 107,2-ით, ქობულეთის მუნიციპალური ბიუჯეტი 157-ით, ხელვაჩაურის მუნიციპალური ბიუჯეტი 102,1-ით, შუახევის მუნიციპალური ბიუჯეტი 183,4-ით, ხულოს მუნიციპალური ბიუჯეტი 959,2-ით, ხოლო ქედას მუნიციპალური ბიუჯეტში გარღვევაა და ის მხოლოდ 66,8-ითაა შესრულებული.