ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში მცირედით გამყარდა. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 1-ელი მაისის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.3303 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.6248 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0024 პუნქტით გამყარდა, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0159 პუნქტით გაუფასურდა.
28 აპრილის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.3327 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.6089 ლარი ღირდა.