გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაინგრა ან დაზიანდა 0,6 მლნ შენობა.
ნეპალის ფინანსთა მინისტრმა რამ შარაბ ნახატმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ქვეყანას მხოლოდ შენობების აღდგენისთვის სულ მცირე 2 მლრდ დოლარი დასჭირდება.
როგორც ნეპალის პირველმა ფინანსისტმა აღნიშნა, მან დახმარების თხოვნით უკვე მიმართა დონორ ქვეყნებს.
”თუმცაღა ჩვენ მაინც დარწმუნებულნი არ ვართ, გვეყოფა თუ არა აღნიშნული თანხა”, განაცხადა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 6200 ადამიანს მიაღწია. მიწისძვრიდან 6 დღის შემდეგაც მაშველები გარდაცვლილებს ნახულობენ. ქვეყნის მორგები გვამებით გადავსებულია, ამიტომ ქვეყნის მთავრობას მოუწია გამოეცა განკარგულება, რომ გვამები დაწვან.