ლონდონში ცათამბჯენ-მოშვენებას აღმართავენ, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Business Courier UK ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, არქიტექტორებმა უკვე შეიმუშავეს პროექტი, რაც მაღალი შენობის აგებას გულისხმობს და რომელსაც ჩრდილი არ ექნება.
შენობა ორი კოშკისგან იქნება წარმოდგენილი. ერთ-ერთი დაგრეხილი სარკისგან იქნება მოპირსკეტებული, რომელიც მზის სხივს აირეკლავს. ის ასევე აირეკლავს სხვა შენობების ჩრდილსაც. შენობისა არქიტექტურისგან გამომდინარე მთელი დღის განმავლობაში შენობას ჩრდილი არ ”მოადგება”.
ცათამბჯენის დიზაინის პროექტის ავტორი კომპანია NBBJ -ია. კოშკების პროექტი გრინვიჩის ნახევარკუნძულისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ვინ არის ინვესტორი ან როდის დაიწყება მშენებლობა, აღნიშნულზე ინფორმაცია არ ვრცელდება.