საქართველოს ფინასთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნოდარ ხადური იმედოვნებს, რომ ლარის კურსი მალე დასტაბილურდება.ამის შესახებ მან განცხადება სასტუმრო „რედისონში“ , ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლობის გახსნაზე განაცხადა.
ხადური განმარტავს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი მუშაობენ.
„ლარის კურსთან დაკავშირებით მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ეროვნული ბანკი მუშაობს და იმედია, ლარი მალე დასტაბილურდება,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
შეგახსენებთ, დოლარის ფასი დღეს ბაზარზე ლართან მიმართებაში 2.36-ს შეადგენს.