ამერიკელმა ყავის გადამამუშავებლებმა მას შემდეგ, რაც ბრაზილიისგან კარგი ფასდათმობა მიღეს, ვიეტნამურ რობუსტას მარცვალზე უარი თქვეს.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, ბოლო თვეებში ვიეტნამიდან ყავის ექსპორტი ბოლო 5 წლის მინიმუმზეა, რადგანაც ყავის ფუჩერზე დაბალი ფასი მწარმოებლებს უბიძგებს, რომ მარაგები გააკეთონ.
სამაგიეროდ ყავის გადამამუშავებლები ბრაზილიური ყავის გადამუშავებაზე გადავიდნენ, რომელიც შედარებით უფრო მაღალი ხარისხის ყავას და განსაკუთრებით არაბიკას აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიურ რობუსტაზე მოთხოვნა 2015-2016 წლების მოსავლის აღების პერიოდში გაიზარდა. იმავდროულად მოსალოდნელი გვალვების ფონზე, ბრაზილიელი მეწარმეები იძულებულნი გახდნენ რობუსტაზე ფასდაკლება გაეკეთებინათ, რათა დროულად ”მოეშორებინათ” მოსავალი.
როგორც რითეილერები აცხადებენ, დღეისათვის ყველაზე იაფი რობუსტა ბრაზილიაშია.
წლის განმავლობაში ბრაზილიამ 3,8 მლნ 60 კგ-იანი ტომარა ყავა რობუსტას ექსპორტი განახორციელა, რაც 1,5 მლნ ტომრით მეტია, ვიდრე 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში რეალიზებული ყავა.