2015 წლის პირველ კვარტალში ჩინეთში ოქროა წარმოება 14,72%-ით გაიზარდა.სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2015 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 110,704 ტონა ოქრო აწარმოა, აცხადებენ China Gold Association-ში.
იმავდროულად საანგარიშო პერიოდში ოქრის მოპოვებამ 88,266 ტონა შეადგინა.
ასევე პირველ კვარტალში, ჩინეთში ოქროზე მოთხოვნა 1,14%-ით, 326,68 ტონამდე გაიზარდა. უიველირების მხრიდან, იანვარ-მარტში 226,23 ტონა ოქროზე გაკეთდა მოთხოვნა.
შეგახსენებთ, რომ წლებია ჩინეთი ოქროს გადამუშავების მხრივ უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანად ითვლება. World Gold Council-ის მონაცემებით, კი ბოლო ორი წელია ქვეყანა ოქროზე არსებული მოთხოვნით, უკვე ყველა ქვეყანას უსწრებს