კანადურმა კომპანია Yirego-მ სარეცხი მანქანის კონცეფცია შეიმუშავა, რომელსაც ელექტროენერგია არ სჭირდება. Drumi ჯერჯერობით ბაზარზე არ გამოსულა, თუმცა ის ინტერნეტ ჰიტად უკვე იქცა და მასზე დიდი მოთხოვნა ფიქსირდება. როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ის ძირითადად კემპინგის მოყვარულებისთვისაა განკუთვნილი. Drumi სიმაღლეში სულ 56 სანტიმეტრია და მისი ტარება პრობლემას არ წარმოადგენს. Yirego-ში აცხადებენ, რომ ახალი მოდელი მუშაობისას 80 %-ი წყლისა და სარეცხი საშუალებების ეკონომიას გააკეთებს, ვიდრე სტანდარტული სარეცხი მანქანა. სარეცხი მანქანის მუშაობის სპეციფიკა ასეთია: ფეხს აჭერ ”პედალს”, რომელიც თავის მხრივ ატრიალებს სარეცხი მანქანის ბარაბანს.
ახალ სარეც მანქანაში 7-მდე ნივთს აგდებ და მისი გარეცხვა 1-2 წუთში ხდება, თუმცა დრო მაინც გასარეცხი ნივთების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
წინასწარი ინფორმაცით, ნივთის ღირებულება 129 დოლარი იქნება. ხოლო დამატებით 40 დოლარი, მისი აშშ-ს და კანადის მასშტაბით ადგილზე მიტანა ეღირება.