მსოფლიოში პრესის თავისუფლების დონემ ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. კვლევის შედეგებს "ფრიდომ ჰაუსი" აქვეყნებს. ანგარიშის მიხედვით, მედიის თავისუფლების მხრივ მსოფლიოში ვითარების გაუარესება ჟურნალისტების მიმართ ძალადობის გახშირებამ და მედიის შემზღუდავმა კანონებმა გამოიწვია. საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში მოხვდა. საქართველოს მეზობელი ქვეყნები სომხეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და უკრაინა კი არათავისუფალი ქვეყნების სიაში არიან.