ხვალ, 30 აპრილს აჭარის წარმატებული ბიზნესმენები გამოვლინდებიან. აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, 30 აპრილს 14:00 საათზე, სასტუმრო ”შერატონი ბათუმში” აჭარის რეგიონში მოქმედი წარმატებული ბიზნეს სუბიექტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
პალატის ინფორმაციით, მსგავსი ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება.
”დაჯილდოების ცერემონიის მთავარი მიზანია ბიზნესის წახალისება, სტიმულირების მიცემა, წარმატებული ბიზნესმენების წარმოჩენა და ხელისუფლებისა და ბიზნეს სამყაროს ურთიერთ თანადგომის პიარი.
გთხოვთ, დაგვდოთ პატივი და გვეწვიოთ ცერემონიაზე. ღონისძიებას დაესწრება 200-ზე მეტი კომპანია, აჭარის მთავრობა, აჭარის სავაჭრო სამრეწველო პალატის საბჭოს წევრები და დიპლომატიური კორპუსი”, აცხადებენ ბიზნესგაერთიანებაში.