ნავთობპროდუქტების ბაზრარზე არსებობს თუ არა მონოპოლია ოფიციალური დასკვნა ჯერ მზად არაა. როგორც კონკურენციის სააგენტოს 2014 წლის საქმიანობის ანგარიშია აღნიშნული, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ნავთობპროდუქტების ბაზრის (ბენზინი, დიზელი, ნავთი) მოკვლევა სააგენტომსაკუთარი ინიციატივით, 2014 წლის 12 ნოემბერს დაიწყო. უწყების მიერ გამოთხოვილ იქნა და დამუშავდა 2008-2014 წლების ინფორმაცია ნავთობპროდუქტების სფეროში მოქმედი 300-ზე მეტი ეკონომიკური აგენტისგან, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა სტრუქტურებისგან;
მოკვლევის ფარგლებში, ასევე კონკურენცის სააგენტომ ინფორმაცია გამოითხოვა სსიპ - შემოსავლების სამსახურისგან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისგან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან, მეზობელი სახელმწიფოებიდან და სხვა უწყებებიდან;
იმავდროულად, სააგენტო ახორციელებს ეკონომიკური აგენტებისგან ახსნა-განამრტებების მიღებასა და დაოქმებას;
”მიმდინარეობს ინფორმაციის საბოლოო შეჯერებისა და ანალიზის პროცედურები”, აღნიშნულია ანგარიშში.