22 – 24 სექტემბერს თბილისში საერთაშორისო სემინარი - ”პირდაპირი და ირიბი/რელევანტური მტკიცებულებები კარტელის შემთხვევებში”, გაიმართება. კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, სემინარი სააგენტოს ძალისხმევით OECD-GVH RCC-სთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართება და მასში მიიღებენ კონკურენციის საკითხებში OECD-ის ექსპერტები, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის 20-მდე ქვეყნის კონკურენციის ოფისის ხელმძღვანელები და კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლები, სადაც მოხდება კონკრეტული ქეისების განხილვა.