საქართველოში ყავის ბაზარზე მონოპოლია არ არსებობს. როგორც კონკურენციის სააგენტოს 2014 წლის საქმიანობის ანგარიშია აღნიშნული, ნოემბრიდან სააგენტომ საკუთარი ინიციატივით ყავის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. შემოსავლების სამსახურიდან და სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაციების დამუშავების შედეგად გამოიკვეთა, რომ ყავის ბაზარზე მოქმედებს ათეულობით კომპანია, რომელთაგან 10%-ზე მეტი წილი თითქმის არცერთ კომპანიას არ გააჩნია;
”დაბალია ასევე ამ ბაზარზე კონცენტრაციის დონე, რაც, წინასწარი ვარაუდით, უნდა მიანიშნებდეს, რომ კონკურენციის კუთხით ბაზარზე პრობლემა არ არსებობს”, აცხადებენ კონკურენცის სააგენტოში.