2015 წლის იანვარ-მარტში შეთავაზებამ მსოფლიო ოქროს ბაზარზე 1,032 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0,6 %-ითაა შემცირებული. აღნიშნულის შესახებ საუბარია Thomson Reuters GFMS-ის მოხსენებაში. მათ შორის მოპოვებული ოქროს წარმოებამ - 729 ტონა.
იმავდროულად ოქროზე ფიზიკური მოთხოვნა შემცირდა 9,2 %-ით, 990 ტონამდე. ასევე ოქროზე შემცირდა საიუვილერო მოთხოვნაც 6,7 %-ით 527 ტონამდე.