ღვინის წარმოების ბაზარზე ჩინეთი დაწინაურდა და ნომერ პირველი მწარმოებლის ტიტულიც მოიპოვა. ”ბრბოლაში” ქვეყანამ ისეთ ცნობილ მწარმოებლებს აჯობა, როგორებიცაა ესპანეთი და საფრანგეთი.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა პოზიციები გაიმყარა, საფრანგეთი ევროპის მასშტაბით ისევ ნომერ პირველ მწარმოებლად რჩება. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ევროპა ახალ პრაქტიკაზე გადავიდა, ის ამცირებს ვენახების ფართობს, თუმცა მუშაობს ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის სტატისტიკური ინფორმაციით, ჩინეთმა ვაზის ფართობით უკვე გადაუსწრო საფრანგეთს, სადაც ვაზი 800 ათას ჰექტარზეა გადაჭიმული.
2014 წელს საფრანგეთში ღვინის წარმოებამ 6,2 მლრდ ბოთლი შეადგინა. დღეისათვის ღვინის რეალიზაცისავის ყველაზე მსხვილი ბაზარი აშშ-ია, სადაც მოსახლეობა წელიწადში 4,1 მლრდ ბოთლს ღვინოს სვამს. აღსანიშნავია ისიც, რომ გასულ წელს ღვინის მსოფლიო გაყიდვები 2,6 %-ით გაიზარდა.