ქართული ლარი უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს. სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 29 აპრილის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი/ 2.3087 ლარია, ხოლო 1 ევრო/ 2.5239 ლარი.
შესაბამისად, ლარი დოლართან მიმართებაში 0.0235 პუნქტით, ხოლო ევროსთან მიმართებაში კი 0.0479 პუნქტით გაუფასურდა.
28 აპრილის მდგომარეობით კი 1 დოლარი/ 2.2852 ლარი, ხოლო 1 ევრო/ 2.4760 ლარი ღირდა.