ორგანყოფილებიანი თვითმფრინავი Boeing747-8, რომელიც უცნობი მილიარდერის თხოვნით დამზადდა, 600 მლნ დოლარიან ფრთებიან სასახლედ გადაიქცა.
ბრიტანული გამოცემა, Daily Mail -მა შოკისმომგვრელი ინტერიერის მქონე ავიალიანერის ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც სასტუმრო, საძინებელი სამუშაო ოთახებია განლაგებული. ლაინერი ასევე მოიცავს საკონფერენციო დარბაზსაც.
Boeing 747-ის სტანდარტულ მოდელს ბორტზე 600 მგზავრის მიღება შეუძლია. თუმცაღა თვითმფრინავის VIP-ვერსია, რომლის ინტერიერზე მუშაობა 3 წელი განმავლობაში მიმდინარეობდა, შესაძლოა მხოლოდ მფლობელს და მის სტუმრებს მოემსახუროს.