პერსონალური კომპიუტერების უმსხვილესმა მწარმოებელმა Logitech-მა განაცხადა, რომ ხელთაგვების, ანუ ”მაუსების” წარმოებას წყვეტს.
აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ ბიზნესის დაბალი რენტაბელურობით და პერსონალური კომპიუტერების ბაზრის შემცირებით ახსნა. კომპანიის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში პერსონალური კომპიუტერის აქსესუარებზე, მათ შორის კლავიატურაზე და ”მაუსზე” მოთხოვნა შემცირებულია.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, გასულ კვარტალში, რომელიც 31 მარტს დასრულდა, კომპანიის საოპერაციო მოგება 34 %-ით შემცირდა. ასევე ხელთაგვების რეალიზაცია შემცირებულია 26 %-ით.
თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კომპანიის ფინანსური მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ამას ანალიტიკოსები მიიჩნევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ”მაუსის” გაყიდვები შემცირდა, თუმცა სხვა ახალ აქსესუარებზე გაყიდვები გახსნილია.