ნეპალში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად 4310 ადამიანი დაიღუპა, 8 ათასზე მეტი დაშავდა, ათობით კი დაკარგულად ითვლება. საგანგაშო მონაცემებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქვეყნებს. ამავე მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყნის 39 რაიონში 8 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა. მათი უმრავლესობა ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს. სტიქიური უბედურების ზონაში გარდაცვლილთა კრემაცია უკვე დაიწყო. ადგილობრივი ტრადიციით, გარდაცვლილებს წვავენ და მდინარეს ატანენ.