ხვალ, 28 აპრილს, საქართველოს ბიზნესასოციაციის ორგანიზებით, სოლიდარობის ფონდისა და კერძო სექტორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრას გაუძღვებიან საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე და სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელი მარიამ ჯაში.
სოლიდარობის ფონდისა და კერძო სექტორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით შეხვედრა 11:45 საათზე, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერიაში“ ( # 6 საკონფერენციო დარბაზი) გაიმართება.