უკრაინის უმაღლესი გადაწყვეტილება პრეზიდენტ პუტინისთვის სანქციების დაწესების შესახებ არაფერს ნიშნავს. ამის შესახებ კრემლის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. "მე არ მესმის, რას ნიშნავს ეს გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით. არ ვიცი, თუ რა სახის სანქციებზეა საერთოდ საუბარი. არ ვიცით ეს რამდენად სერიოზული ან არასერიოზულია,"-აღნიშნა პესკოვმა რადიო "ბიზნეს FM"-სთვის მიცემულ ინტერვიუში. უკრაინის პარლამენტმა თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს დღეს სპეციალური რეკომენდაციით მიმართა, რომლის მიხედვითაც რუსეთის პირველი პირების წინააღმდეგ სანქციები უნდა ამოქმედდეს.