უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამინისტრო განიხილავს გეგმას, რომლის მიხედვითაც აეროპორტების ნაწილი რომელიმე საერთაშორისო ოპერატორს გრძელვადიანი მართვის უფლებთ გადაეცემა.
აღნიშნულის შესახებ განცხადება ქვეყნის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ანდრეი პივოვარსკიმ ეკონომიკურ სიმპოზიუმზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
როგორც მინისტრმა დააკონკრეტა, ლვოვისა და ბორისპოლის პრივატიზაციის საკითხი დღისწესრიგში არ დგას, საუბარია მხოლოდ მართვის უფლებით გადაცემაზე.
შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ნიკოლაი აზაროვის პრემიერ-მინისტრობის დროს ბორისპოლის აეროპორტის გასხვისება იგეგმებოდა, რომელიც წინა მთავრობის გათვლებით 2013 წლისთვის უნდა მოეხდინათ. თუმცა უკრაინაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ახალმა მთავრობამ აეროპორტის პრივატიზაციის საკითხი დღისწესრიგიდან საერთოდ ამოიღო.