ნადეჟდა სავჩენკომ შიმშილობა განაახლა. რუსების ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედრო მფრინავის ადვოკატის თქმით, განსასჯელი უკვე სამი დღეა, არაფერს ჭამს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მას უახლოეს დღეებში საავადმყოფოში გადაიყვანენ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სავჩენკომ 8 კილოგრამი დაკარგა.