2015 წლის პირველ კვარტალში აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებმა, საშემოსავლო გადასახადიდან 37 მლნ 984 ათას 800 ლარი შეადგინა. როგორც რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, ბიუჯეტში წელს შემოსავალი საშემოსავლო გადასახადიდან გაზრდილია 15,7 %-ით, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი ზრდა 49,8 %-ია.
2014 წლის პირველ კვარტალში შემოსავლებმა, საშემოსავლო გადასახადიდან 32 მლნ 823 ათას 800 ლარი შეადგინა, 2013 წლის პირველ კვარტალში - 29 მლნ 362 მლნ 900 ლარი, ხოლო 2012 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 25 მლნ 358 ათას 800 ლარი.
აღსანიშნავია, რომ 2014 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებმა, საშემოსავლო გადასახადიდან 143 მლნ. 763 ათას 400 ლარი შეადგინა, რაც 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 7,5 %-ით მეტია.