“ელიტ ელექტრონიქსი” 100 წარმოდგენილ კომპანიას შორის 2014 წლის ოქროს ბრენდად დასახელდა. “ელიტ ელექტრონიქსი” მრავალი წელია ინარჩუნებს "ოქროს ბრენდის" ტიტულს.
Global Idea-ს, გაზეთი The FINANCIAL-ის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ამერიკის სავაჭრო პალატის 2014 წლის რჩეული ბრენდების დაჯილდოების ყოველწლიურ, რიგით მეათე საიუბილეო ცერემონიაზე „ელიტ ელექტრონიქსი“, 200-მდე ექსპერტის შეფასებით, ნომინაციაში "ტექნიკის მაღაზიათა ქსელი" - ოქროს ბრენდად დასახელდა.
ეს კომპანიის დიდი შრომის დამსახურებაა. მიუხედავად ბაზარზე არსებული დიდი კონკურენციისა, კომპანია სტაბილურად ინარჩუნებს ტექნიკის ბაზარზე ლიდერის პოზიციას და ყოველწლიურად ზრუნავს განვითარებაზე, დღეს “ელიტ ელექტრონიქსი” ტექნიკის ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელია საქართველოში, სადაც მსოფლიო ბრენდების უმაღლესი ხარისხის ტექნიკაა წარმოდგენილი.
კომპანიისთვის 2014 წელი წარმატებული იყო, როგორც გაყიდვების, ასევე ინოვაციური პროექტების მიმართულებით. 2014 წელს საქართველოს მასშტაბით სს "ელიტ ელექტრონიქსი"-ს უნიკალური კონცეფციის ახალი მაღაზიები გაიხსნა.
წელს კომპანიამ გააფართოვა მაღაზია ბათუმში, რომელიც რეგიონში პირველი მულტიბრენდული მაღაზიაა, ასევე სხვა დიდ მნიშვნელოვან პროექტებთან ერთად მაისის დასაწყისში თბილისში ქავთარაძის #1-ში მულტიბრენდულ და უნიკალური კონცეფციის მაღაზიას გახსნის, რომელიც კავკასიაში ყველაზე დიდი ტექნიკის მაღაზია იქნება. კომპანიის მიზანია მომხმარებელს შეუქმნას საუკეთესო პირობა ტექნიკის შეძენისას, რაც გულისხმობს ბავშვთა გასართობი კუთხისა და კაფეტერიის შეთავაზებას, მომსახურების მაღალ დონეს და საგარანტიო პირობებს.
აგრეთვე, სს "ელიტ ელექტრონიქსი" 2015 წელს გეგმავს საქართველოს მასშტაბით არსებული მაღაზიების განახლებას და ბაზარზე ახალი კონცეფციის მომსახურების დანერგვას. კომპანიის მიზანია მომხმარებელს შეუქმნას საუკეთესო პირობა ტექნიკის შეძენისას.
უკვე 18 წელია რაც "ელიტ ელექტრონიქსი" ბაზრის ლიდერია ტექნიკის სფეროში. მიმდინარე წელს კი აღნიშნული პოზიციის გამყარებას ინოვაციური პროექტებითა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით გეგმავს.