საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში მიმდინარესუვერენული ფონდების აზიის სამიტში მონაწილეობს.ირაკლი კოვზანაძე პოტენციურ პარტნიორებს გააცნობს ფონდის მუშაობის პრინციპებს, მიმდინარე და განხილვის პროცესში მყოფ პროექტებს და ისაუბრებს საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ.
„ეს არის მაღალი დონის სამიტი, სადაც დელეგატები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას, ეცნობიან სხვადასხვა ბაზრის პერსპექტივებს და საფუძველს უყრიან მომავალ საერთო პროექტებს,“- განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლიკოვზანაძისშეხვედრარამდენიმე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელთან საპარტნიორო ფონდთან მომავალი თანამშრომლობისა და ფონდისთვის დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის მიზნით.
სუვერენული ფონდების აზიის სამიტი (SWFI Institute Fund Summit Asia 2015), სეულში 27-28 აპრილს იმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი დონის ბიზნეს ლიდერებს და ინსტიტუციურ ინვესტორებს მასპინძლობს.