მსოფლიოში ტრანსპორტის მხრივ ყველაზე დატვირთული ქალაქი სტამბულია. ჰოლანდიური კომპანია TomTom -ის დასკვნით, რომელმაც ავტომობილების GPS-ს მოწყობილობებით გზებზე დატვირთულობის კოეფიციენტი გამოთვალა, ასკვნის, რომ მსოფლიოში ყველაზე დატვირთული ქალაქი თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ტურისტული ქალაქი სტამბულია. აღსანიშნავია, რომ კვლევა 2014 წლის მონაცემების შეჯერებითაა გაკეთებული.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში TomTom-ი მსოფლიოს 200-მდე ქალაქს აკვირდება და ტრანსპორტის მხრივ მის დატვირთულობას ითვლის და მისი სისტემა მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე ავტორიტეტულად ითვლება.
რეიტინგში მეორე პოზიციაზეა მეხიკო, ხოლო მესამეზე კი რიო-დე-ჟანეირო.
2014 წლის რეიტინგის ლიდერმა კი ამ ეტაპზე მეოთხე პოზიციაზე გადმოინაცვლა.
ტრანსპორტის მხრივ ყველაზე დატვირთული ქალაქების რეიტინგის ტოპ-10 ასე გამოიყურება:
1 სტამბული,
2 მეხიკო,
3 რიო-დე-ჟანეირო,
4 მოსკოვი,
5 სალვადორი,
6 რესიფი,
7 სანკტ-პეტერბურგი,
8 ბუქარესტი,
9 ვარშავა,
10 ლოს-ანჟელესი