დღეს, 27 აპრილს, ბრიუსელში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს კონფერენცია „საქართველოს ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში“ გაიმართება.
კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით ხოლო ევროკავშირისა და EUROCHAMBRES-ის მხარ დაჭერით იმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან როგორც კერძო სექტორის, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წამომადგენლები.