ნეპალში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ოფიციალური მონაცემებით, სტიქიას 3200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 6500-მდე კი დაშავდა. მეზობელ ინდოეთსა და ჩინეთში მიწისძვრამ 90-მდე ადამიანი შეიწირა, ევერესტზე ზვავების ჩამოწოლის შედეგად კი 17 ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ათასობით საცხოვრებელი სახლი და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტი. ადგილობრივი მოსახლეობა ღამეს უკვე მეორე დღეა, ქუჩაში ათევს. სამაშველო სამუშაოები სტიქიური უბედურების ზონაში ამ წუთებშიც გრძელდება. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა პირველ ჰუმანიტარულ დახმარებას უკვე იღებს.