ამჯერად ლარის გაუფასურების მიზეზი საგარეო ფაქტორი არ არის, -განაცხადა ეკონომიკური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა, რომან გოცირიძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში.
”საგარეო ფაქტორები გაუმჯობესდა, განსაკუთრებით, რუსეთში, მხოლოდ ამ ერთი თვის განმალობაში ვალუტა გამყარდა 20 პროცენტით. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედათ, რომ ლარი კვლავ განაგრძობს დევალვაციას. ეს ნიშნავს, რომ პრობლემა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ვალუტის შემოდინებაში. ჯერ ერთი, უნდა ვთქვათ, რომ ფულის მასა არ გაზრდილა, ეროვნული ბანკის როლი აქ გამორიცხულია, იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფულის მასა სტაბილურად ერთი და იგივე მოცულობით არის წარმოდგენილი და ბოლო ორ დღეში მან პირიქით იკლო. ე. ი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ის ფუნდამენტური მიზეზები, რაც იყო, არ გამოსწორებულა, ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის გამოცოცხლების სახით. და მეორე, რომ ქვეყნიდან ალბათ ხდება ფულს გადინება, არა მხოლოდ ფულის შემოდინებაში არის პრობლემა, არამედ ფული გადის, ვგულისხმობ, არამ მხოლოდ იმპორტის დასაფინანსებლად... შესაძლოა, ეს იყოს ინვესტიციების გატანა”, - განაცხადა გოცირიძემ.