მაისში ბელორუსს აჭარის ეკონომიკური სამთავრობო დელეგაცია ეწვევა. როგორც 24 აპრილს, აჭარაში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტისას გახდა ცნობილი, აჭარის ფინანსთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისის თვეში ბელარუსში საინვესტიციო ტური ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ ბელარუსუს პრეზიდენტთან შეხვედრისას აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. საუბრისას აჭარი მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბელარუსი აჭარიდან ციტრუსის რეალიზაციისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენს. აქტიურად მიდის მუშაობა საინვესტიციო მიმართულებითაც.