ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშები მიიტანა. ებრაულმა ავიაციამ ბეით-ჰანუნის დასახლება დაბომბა. წერტილოვანი დარტყმები ტერორისტთა ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. მანამდე ჰამასის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ებრაული რაიონების მიმართულებით ქამასის ტიპის რამდენიმე რაკეტა ისროლეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.