საფრანგეთი რუსეთს მისტრალებში გადახდილ თანხას დაუბრუნებს. ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა ერევანში რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "ჩვენ რუსეთს სამხედრო გემებს არ გადავცემთ. ამიტომ, სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ მოსკოვს გადახდილი თანხა დავუბრუნოთ, არ გვაქვს,"-აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, პარიზი მზადაა მოსკოვს 1 მილიარდი ევრო დაუბრუნოს.