მსოფლიოში რუსოფობიული და ანტისემიტისტური განწყობა იზრდება. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ერევანში სომხების გენოციდის 100-ე წლისთავისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ღონისძიებაზე განაცხადა. "სამწუხაროდ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ნეოფაშიზმა კვლავ წამოყო თავი და ხელისუფლებისკენ რადიკალი ნაციონალისტები მიილტვიან. ძალას იკრებს ანტისემიტიზმი და რუსოფობია. კრიტიკულად მნიშვნელოვან რეგიონებში პირველ რიგში იმაზე უნდა დაფიქრდნენ, თუ სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი,"-აღნიშნა პუტინმა.