რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერები დღეს ერთმანეთს სომხეთში შეხვდებიან. მხარეები ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს განიხილავენ. საუბარი მისტრალების ჩაშლილ კონტრაქტსაც შეეხება. კრემლის ლიდერი ფრანგ კოლეგას სავარაუდოდ სამხედრო გემებში გადახდილი თანხის დაბრუნებას სთხოვს. მანამდე ოლანდმა არაერთგზის განაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთისთვის გემების გადაცემას არ აპირებს. ოლანდი და პუტინი უკრაინის კრიზისსა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზეც იმსჯელებენ.