მანგო რეკორდულად გაძვირდება. The Times of India აღნიშნულის მიზეზად კი ინდოეთში მანგოს მწირ მოსავალს ასახელებს, რაც თავის მხრივ გაზაფხულის ხანგრძლივმა წვიმებმა განაპირობა. როგორც ინდოეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში განმარტავენ, მანგო ინდოეთში ძირითადად უტარ-პრადეშიუსა და ანდხრა-პრადეშის შტატებში იწარმოება. სწორედ ამ შტატებზე მოდის მანგოს წარმოების 50 %-ი.
შესაბამისად, მანგოს უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყანაში დაწყებული კრიზისი მალე მსოფლიო ბაზარზეც აისახება და მანგო გაძვირდება. როგორც მეწარმეები აცხადებენ, მანგო ამ დროისათვის 50 %-დან 65 %-მდე უკვე გაძვირდა და დღეისათვის 1 კგ მანგოს ფასი ადგილზე 1,6 დოლარი ღირს, ექსპორტირებული მაგის ფასი კი უკვე 10 დოლარამდე იზრდება.
წვიმები და ძლიერი ქარი ინდოეთში იანვრის ბოლოდან დაიწყო და უამინდობის გამო ქვეყანაში ბაღჩეული, ხილის მომცემი მცენარეები იღუპება. აღსანიშნავია, რომ ინდოეთში 300 სახეობის მანგო იზრდება და ქვეყანა მანგოზე მსოფლიო მოთხოვნის 40 %-ს აკმაყოფილებს.