მიმდინარე წელს განა კაკაოს წარმოების ზრდას გეგმავს. როგორც უცხოური მედია წერს განა გეგმის მიხედვით მიდის და 2015 წელს კაკაოს წარმოებას 1,2 მლნ ტონამდე გაზრდის. აქამდე ქვეყანა წელიწადში 1 მლნ ტონა კაკაოს აწარმოებდა, თუმცა დასახული მიზნის ფარგლებში წარმოების ზრდა წელს აუცილებლად მოხდება, რადგანაც ქვეყნის მთავრობა ფერმერებთან ერთად ძალ-ღონეს არ იშურებს.
ანალიტიკოსები კი უკვე თამამად აცხადებენ, რომ 2016 წელისთვის განა კაკაოს წარმოების მხრივ ნომერი პირველი ქვეყანა გახდება.