ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის შემცირებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში Wizz Air -ის მიერ მიმართულებების შემცირებას უკავშირებენ. როგორც გიორგი კვირიკაშვილის უწყებაში აცხადებენ, ეს ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ავიაკომპანია Wizz Air -მა ფრენები შეწყვიტა ხარკოვისა და დონეცკის მიმართულებით. სამინისტროში მიანიშნებენ იმასაც, რომ მიმდინარე წლის 18 მაისიდან სტამბოლი-ქუთაისის მიმართულებით ფრენებს განახორციელებს ავიაკომპანია Pegasus-ი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობას. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი 2015 წლის I კვარტლის განმავლობაში 32 966 მგზავრს მოემსახურა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18 487 მგზავრით ნაკლებია.