მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ჯამური საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონ ლარს შეადგენს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუდაურში პროგრამის „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის” წარდგენისას განმარტა, ეს არის სასტუმროების, ტურისტულ-რეკრეაციული კომპლექსებისა და ცენტრების მშენებლობა, ვაზისა და ხეხილის ბაღების გაშენება, თევზსაშენი მეურნეობის განვითარება, მინერალური და სასმელი წყლების ჩამოსხმა, მევენახეობა-მეღვინეობის, აგრეთვე კომბინირებული საკვების საწარმოების ამუშავება, ბაზალეთის ტბის ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა და ა. შ.